Filtrar por género
- 85 - იუნონა გურული - მწერალი და მინიდედამიწის გერმანულის მასწავლებელი - სექტემბერი 23, 2023Sat, 23 Sep 2023 - 39min
- 84 - მარი ბათილაშვილი: იტალიამ მუსიკაში ის მათქმევინა, რაც მსურდა - სექტემბერი 16, 2023
იტალიაში, პეზაროში ცხოვრობს პიანისტი მარი ბათილაშვილი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, რატომ ჩავიდა იქ 12 წლის წინ, როგორ გახდა ჯუზეპე დი კიარას მოწაფე და როგორ დაუკრა ვატიკანში, რომის პაპის თანდასწრებით.
Sat, 16 Sep 2023 - 32min - 83 - გიორგი დუნდუა: უნდა ვისწავლოთ ცნობიერად ცხოვრება - სექტემბერი 09, 2023
ფერმწერმა და პოეტმა, გიორგი დუნდუამ გერმანიაში გაატარა 20-ზე მეტი წელიწადი. ახლა თბილისშია ოჯახთან ერთად. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უხსნის ის, რას განიცდის თბილისში, თავის სახელოსნოში გამოფენის წინ გაჩენილი ხანძრის გამო და ბერლინზე, თბილისზე, მეუღლესა და სიყვარულზე დაწერილ ლექსებს კითხულობს.
Sat, 09 Sep 2023 - 30min - 82 - ვერა მურღულიას „სათავგადასავლო რბოლა“ - აგვისტო 27, 2023
პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი.
Sun, 27 Aug 2023 - 38min - 81 - დაჩი ხუციშვილი - ქართველი ინჟინერი შოტლანდიაში - აგვისტო 20, 2023
დაჩი ხუციშვილი ბრიტანეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შემდეგ სამშენებლო-საინჟინრო სფერომ გაიტაცა. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, დაჩი უამბობს, რატომ ჩამოშორდა ფეხბურთის თამაშს, როგორ გახდა პროფესიონალი სამოქალაქო ინჟინერი და როგორი ხალხია შოტლანდიელები.
Sun, 20 Aug 2023 - 37min - 80 - ლირიკული სოპრანო მარიამ გოგბერაშვილი - ნეაპოლმა ხელგაშლილმა მიმიღო - აგვისტო 09, 2023
იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობს ქართველი ლირიკული სოპრანო. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ახალგაზრდა მომღერალზე, მარიამ გოგბერაშვილზე. მარიამი იხსენებს თავის პროფესორს, კიბოს დაავადების მიუხედავად რომ არ შეწყვიტა სწავლება; გიამბობთ, როგორ მიიღო ის ნეაპოლმა.
Wed, 09 Aug 2023 - 35min - 79 - ბედნიერება ბედნიერების წილ: „სულის ექიმი“ ნინო ვაისი - ივლისი 23, 2023Sun, 23 Jul 2023 - 35min
- 78 - მანანა ხორბალაძე: გულში ნატარები სამშობლო ანტვერპენში - ივლისი 09, 2023
მანანა ხორბალაძე ბელგიაში, ანტვერპენშია თითქმის 24 წელიწადი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მიწერა: „ვფიქრობდი, ღმერთო თუ ჩემი სამშობლოს შორს უნდა ვიცხოვრო, მომეცი ძალა, თუნდაც სულ მცირე ვაკეთო მისთვის". ახლა, უკვე ცხრა წელია ქართულ სკოლას და ლიტერატურულ თეატრს ხელმძღვანელობს.
Sun, 09 Jul 2023 - 32min - 77 - მელი თურმანიძე მილანში: იმ ადგილის ვალში ვარ, სადაც გავიზარდე - ივლისი 01, 2023
მილანის ქართული ლიტერატურული რესტორანი, იქვე ბიბლიოთეკა, პირველი საინტერნეტო ტელევიზია ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიაში, - ამ ყველაფერს ემიგრანტები უმადლიან მელი თურმანიძეს, რომელმაც 17 წლის წინ დატოვა სამშობლო. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მელი ეუბნება, აუცილებლად დავბრუნდები მერისშიო.
Sat, 01 Jul 2023 - 31min - 76 - ილია მირინაშვილი ბელგიაში: დედასამშობლო შილდაში იწყება - ივნისი 25, 2023
ბელგიაში, ბრიუსელთან, ზავენტემში ცხოვრობს ილია მირინაშვილი, ნაფიცი თარჯიმანი, მასწავლებელი... ილია მირინაშვილი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უყვება, რატომ უყართ ის მოწაფეებს განსაკუთრებით, რომ ვერ ეხმარება თარჯიმნობისას თანამემამულეებს და როგორ სურს პაპის მარანი შილდაში სულ სავსე იყოს ღვინით.
Sun, 25 Jun 2023 - 33min - 75 - ჯაბა გამრეკელაშვილი - 20 წელი უცხოეთში, ღუზის ჩაუშვებლად - ივნისი 03, 2023
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლის მკვლევარზე, იმუნოლოგზე, დოქტორ ჯაბა გამრეკელაშვილზე. მან დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღო, სამი წელი იმუშავა აშშ-ში. იმუნიტეტი, ანთება, უჯრედი, მკვლევრის ცხოვრება უცხოეთში...
Sat, 03 Jun 2023 - 32min - 74 - ეკა ბერიშვილის კვლევა და ბრძოლა დიაბეტთან. თბილისი, ნიუ-იორკი, ჟენევა - მაისი 28, 2023
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევარზე, პროფესორ ეკა ბერიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.
Sun, 28 May 2023 - 39min - 73 - დავით შალამბერიძე - ყველაზე ახალგაზრდა უფროსი ექიმი გერმანიაში - მაისი 13, 2023Sat, 13 May 2023 - 30min
- 72 - ექიმი და მწერალი რეზო ჯორბენაძე: გულისა და ფიქრის ჰანგები - მაისი 06, 2023
რეზო ჯორბენაძე თითქმის 20 წელია გერმანიაშია, შტუტგარტის ცენტრალურ კლინიკაში უფროსი კარდიოლოგი, აღიარებული მწერალი და პიანისტია.
Sat, 06 May 2023 - 35min - 71 - ანა არეშიძე: ახლა ცხოვრებას მე ვმართავ - აპრილი 26, 2023
ანა არეშიძე საავტომობილო კონცერნ „ფოლკსვაგენის“ საფინანსო სამსახურების სააქციო საზოგადოებაში იურისტია. ანა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს გერმანიაში გატარებულ წლებზე - იქ ჩემი თავის შეცნობა შევძელიო, ამბობს ვაჟის დედა და "შინ - უცხოეთში" თავის წარმატებასა და გამოწვევებზე ჰყვება.
Wed, 26 Apr 2023 - 29min - 70 - აზა მანთაშაშვილი - ნეიროფსიქოთერაპევტი ნიუ-იორკში - აპრილი 09, 2023
ნიუ-იორკში, Brain Wellness Center-ში ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს განაგებს აზა მანთაშაშვილი. ის პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს ეუბნება: დედა არის შეუცვლელი, საქართველო ჩემი დედაა და სადაც დედაა, სახლიც იქ არის... აზა მანთაშაშვილი - შინ-უცხოეთში.
Sun, 09 Apr 2023 - 33min - 69 - ეკა მუქერია: ჩემი მიღწევა არის ჩემი შვილები - მარტი 25, 2023
ირლანდიაში ცხოვრობს ეკა მუქერია - პროფესიით ექიმი და ორი შვილის დედა. ახლა იქ სამედიცინო ტექნიკის ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს თავის გზაზე შორეულ ირლანდიამდე.
Sat, 25 Mar 2023 - 34min - 68 - ირაკლი ჯავახიშვილი - ვებსტერის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პროფესორი - მარტი 19, 2023Sun, 19 Mar 2023 - 34min
- 67 - ნუცა ბურდული: ყველა ადამიანი რაღაცას გვასწავლის - მარტი 12, 2023
ნუცა ბურდული სტოკჰოლმში ცხოვრობს, სამეფო სამედიცინო ინსტიტუტის დოქტორანტია. ის კიბოს სამკურნალო - „ბუნებრივი მკვლელი უჯრედების“ კვლევაშია ჩართული. 13 წელი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც ბიოქიმია ისწავლა. ახლა კი, ფლორიდაში მოქმედი კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტია.
Sun, 12 Mar 2023 - 33min - 66 - ნუგზარ ჟორჟოლიანი: „კმაყოფილი ვარ, ბედნიერი - არა“ - თებერვალი 26, 2023Sun, 26 Feb 2023 - 37min
- 65 - ერეკლე ინაშვილი - ნიჭი, შრომა და მიზანსწრაფულობა - თებერვალი 18, 2023Sat, 18 Feb 2023 - 35min
- 64 - პროფესია: დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი - თებერვალი 12, 2023
რეიკიავიკის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უსმენდა ორკესტრს, როცა მას დირიჟორობდა მირიან ხუხუნაიშვილი. დღეს თავისი პროფესიის საიდუმლოებებზე და იმაზეც გიამბობთ, რომ ნიკო ხუხუნაიშვილი (მირიანსონი) ამ ქალაქში გაჩნდა.
Sun, 12 Feb 2023 - 37min - 63 - თამარ გამრეკელაშვილი ძლევიჯვრიდან შინ - ბერლინში - იანვარი 28, 2023
გაბედეთ, შრომა ყოველთვის ფასდება, - ეუბნება ოქროპირ რუხაძეს, „ბერლინელი“ თამარ გამრეკელაშვილი, რომელიც ჰყვება განვლილ გზაზე ძლევიჯვრიდან ბერლინამდე და იმაზე, როგორ მოუწია "უფსკრულის" გადალახვა განათლების და ცოდნის დონეს შორის სამშობლოსა და გერმანიაში.
Sat, 28 Jan 2023 - 34min - 62 - მანანა სიფრაშვილის მისია ჯაკომო ლეოპარდის ქალაქში - იანვარი 21, 2023
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გაგაცნობთ მანანა სიფრაშვილს. ის იტალიაში, რეკანატიში - ჯაკომო ლეოპარდისა და ბენიამინო ჯილის ქალაქში - ცხოვრობს. იტალიური ენის მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი თბილისში იტალიური კულტურის ცენტრის თანახელმძღვანელია.
Sat, 21 Jan 2023 - 33min - 61 - ანნა ჭინჭარაული: ხევსურეთშია ჩემი სახლი - იანვარი 14, 2023
ანნა ჭინჭარაული ხევსურების ბარში ჩასახლების, ვაინახი ხალხების ძალით აყრის და მათი მიწების ქართველებისთვის გადაცემის საკითხებს იკვლევს. საერთოდ, ამ ადამიანების ტრაგიკული ბედია მისი ინტერესის თემა. ახლახან მან ბერლინის ბიბლიოთეკებში იმუშავა წყაროების გასაცნობად.
Sat, 14 Jan 2023 - 34min - 60 - მღვდელი გრიგოლ ჭეჟია ინგოლშტადტში: ღმერთისთვის სასურველი მე ვარ ჩემი ბუნებრიობით - იანვარი 07, 2023
ინგოლშტადტის ქართული სამრევლო, გერმანიაში, ხალხის სურვილით, მღვდელმოწამის, გრიგოლ ფერაძის სახელობისაა. ქრისტესშობის დღეს პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე სამრევლოს მღვდელთან, გრიგოლ ჭეჟიასთან შეგახვედრებთ.
Sat, 07 Jan 2023 - 35min - 59 - ქეთი აბიათარი-მევიოლინე და მომღერალი იტალიაში - დეკემბერი 31, 2022
ქეთი აბიათარი იტალიაში, კოპწია ქალაქ პეზაროში ცხოვრობს. მუსიკოსია, მევიოლინე და მომღერალი. საშობაო მუსიკას რომ ვასრულებ, თავს ისე ვგრძნობ როგორც წირვაზეო, უთხრა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს. შობა-ახალი წლის პერიოდში ავსტრიაშია, ტიროლის საფესტივალო ორკესტრთან ერთად უკრავს.
Sat, 31 Dec 2022 - 35min - 58 - ქეთევან შავლიაშვილი, ექიმი ნიუ-იორკში - „დღეგრძელობის მედიცინა“ - დეკემბერი 24, 2022
პოდკასტში ნიუ-იორკში მცხოვრებ ექიმ ქეთევან შავლიაშვილს მოუსმენთ. ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ექიმი, ფუნქციონალურ მედიცინაზე ესაუბრება. ასევე, რჩევებსაც გვაძლევს და გვიამბობს, როგორ განვითარდა მისი სამედიცინო კარიერა პორტუგალიაში და შემდეგ აშშ-ში.
Sat, 24 Dec 2022 - 34min - 57 - „ქვევრის გოგო“ - თაკო ჭიჭიბოშვილი რომში - დეკემბერი 17, 2022
რომში სომელიედ მუშაობს თაკო ჭიჭიბოშვილი, რომელსაც იტალიელმა თანაკურსელებმა, როცა ამ ხელოვნებას სწავლობდა, "ქვევრის გოგო" შეარქვეს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, თაკოსთან ერთად მის საქმეზე, სხვათა შორის, ყვარლიდან რომში წაღებულ ცოდნაზე და იტალიის დედაქალაქში თავის ცხოვრებაზე გიამბობთ.
Sat, 17 Dec 2022 - 32min - 56 - რუსკა ჟორჟოლიანი – იტალიურენოვანი ქართველი მწერალი პალერმოში - დეკემბერი 10, 2022
სიცილიაზე, პალერმოში ცხოვრობს რუსკა ჟორჟოლიანი, იტალიურენოვანი ქართველი მწერალი, რომანების ავტორი. მესტიაში დაბადებული ქალი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს სიცილიის დედაქალაქის დუმილზე, თავის სურვილზე, რაიმე უთხრას მეორე სამშობლოს ლიტერატურის გზით, იტალიელ დედობილ-მამობილზე...
Sat, 10 Dec 2022 - 33min - 55 - თემო პოტასკაევი - სოხუმიდან სტოკჰოლმამდე სიკეთის და კარგის კეთება - ნოემბერი 19, 2022
თემო პოტასკაევი სამი წლისა იყო, როცა ოჯახმა სოხუმი დატოვა. იურისტი და მგალობელი ახლა სტოკჰოლმში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე თემოსთან ერთად გიამბობთ გზაზე სოხუმიდან სტოკჰოლმამდე, მის ბაბუაზე, რომელიც უკრაინიდან წამოიყვანეს სულ პატარა მეორე მსოფლიო ომის დროს.
Sat, 19 Nov 2022 - 32min - 54 - მარიამ ბაზმანი: „იტალიამ მეტი მოგვცა, ვიდრე საქართველომ“ - ნოემბერი 12, 2022
მარიამი 12 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამბობს, „ნახევრად იტალიელი ვარო.“ პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ დაწერა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში “სიღარიბის თემა დოსტოევსკის ნაწარმოებებში” და რამ უბიძგა ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიური ენის სახელმძღვანელოს შექმნისკენ.
Sat, 12 Nov 2022 - 31min - 53 - სოლომონ ნერგაძე: მიზანი - ვასწავლო კიბოს უჯრედს მოიკლას თავი - ნოემბერი 05, 2022
სოლომონ ნერგაძე - მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორია პავიის უნივერსიტეტში. პოდკასტის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გიამბობთ, რა მიზანი აქვს კვლევას, რატომ უყვართ სტუდენტებს პავიაში ქართველი პროფესორი, როგორ დაიწყო კვლავ მოთხრობების წერა იტალიაში.
Sat, 05 Nov 2022 - 34min - 52 - ნენო გაბელია რომში: "აუცილებლად დავბრუნდებოდი აფხაზეთში" - ოქტომბერი 22, 2022
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევრის, ნენო გაბელიას ცხოვრებაზე რომში. ნენომ მიაგნო იქ გიორგი აფხაზის საფლავს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იკვლევს აფხაზეთის კონფლიქტს. მისი ოჯახი წარმოშობით გალიდანაა.
Sat, 22 Oct 2022 - 34min - 51 - საბინა ჭანტურია - კომპოზიტორი და მომღერალი შვედეთიდან - ოქტომბერი 16, 2022
პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ საბინა ჭანტურიაზე, შვედეთში დაბადებულ მუსიკოსზე, კომპოზიტორსა და მომღერალზე.
Sun, 16 Oct 2022 - 31min - 50 - სალომე გოგოლაძე - უცხოეთში მუშაობა მარტო ქალების ტვირთი არ უნდა იყოს - ოქტომბერი 09, 2022Sun, 09 Oct 2022 - 34min
- 49 - ჯაზი ნეკარზე, ჰაიდელბერგში - პაატა დემურიშვილი - ოქტომბერი 01, 2022
პაატა დემურიშვილი გერმანიაში, მანჰაიმში ცხოვრობს. სამ ათეულ წელზე მეტია, მუსიკოსი და პიანისტი უცხოეთშია. JAZZ am NECKAR მისი დაარსებული კონცერტების სერიაა.
Sat, 01 Oct 2022 - 34min - 48 - ელიზა გამრეკელაშვილი: „ვიწყებთ ახალ ცხოვრებას“ - სექტემბერი 17, 2022
სამხრეთი იტალიის ერთ პატარა ქალაქში, გრავინაში სახლობს ამჟამად ელიზა გამრეკელაშვილი თავის მეუღლესთან, გურამთან და შვილებთან, პატარა ნერსესა და ნარესთან ერთად. საქართველო დატოვეს და ახალ ცხოვრებას იწყებენ.
Sat, 17 Sep 2022 - 32min - 47 - სიყვარული, შემართება - მარიამ კემპტნერი - სექტემბერი 03, 2022
მარიამ კემპტნერი (ხაჩიძე) ჰაიდელბერგში ფრანგული რესტორნის, „ტატის“ მფლობელია. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე მარიამთან ერთად გიამბობთ ამ განსაკუთრებულ ადგილზე; მის შემართებასა და სიბეჯითეზე - არ უღალატოს ქმართან ერთად დაწყებულ საქმეს და მუსიკაზე, რომელიც რესტორანში ისმის ხოლმე...
Sat, 03 Sep 2022 - 30min - 46 - თათია ქორთუა - მუსიკოსი ბერლინში - აგვისტო 20, 2022
თათია ქორთუა ბერლინში ცხოვრობს. მუსიკოსია, თვითონ თხზავს მუსიკას, სიმღერების ტექსტებს, მღერის... პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე თათიასთან ერთად გიამბობთ მის საქმიანობაზე, უცხოეთში ცხოვრებაზე და იმაზეც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ბავშვების აღზრდაში და როგორ იწერება სიმღერები ინგლისურად.
Sat, 20 Aug 2022 - 29min - 45 - ირაკლი ჭრელაშვილი - ხელოვნებასა და ცხოვრებაზე ამერიკაში და ჩვენთან - აგვისტო 06, 2022Sat, 06 Aug 2022 - 31min
- 44 - „ჟოზეფინა“ სიზმრიდან და მხატვარი სოფი მოდებაძე გალისიაში - ივლისი 23, 2022Sat, 23 Jul 2022 - 31min
- 43 - თამარ ბერულავა გერმანიის სახელმწიფოს სამსახურში - ივლისი 16, 2022Sat, 16 Jul 2022 - 30min
- 42 - სოსო ბლიაძე და მისი ფილმი „ჩემი ოთახი“ - ივლისი 10, 2022
„ჩემი ოთახი“ საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ. მის რეჟისორს, იოსებ „სოსო“ ბლიაძეს, ოქროპირ რუხაძე კარლოვი ვარიში შეხვდა და ესაუბრა 9 ივლისს დასრულებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარებულ მის ფილმზე, ცხოვრების ერთი-ორ ამბავსა და კინოში გულწრფელობაზე, მეგობრობაზე, ქალების თავისუფლებაზე.
Sun, 10 Jul 2022 - 30min - 41 - ვახო კირთაძე: ჩემს შვილებს ეყვარებათ საქართველო - ივლისი 02, 2022Sat, 02 Jul 2022 - 32min
- 40 - თათია ჯულაყიძე ლონდონში. BP - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა - ივნისი 27, 2022
პოდკასტის, „შინ-უცხოეთში“, ავტორ ოქროპირ რუხაძეს ლონდონში, BP-ში, ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი ევროპის რეგიონში, თათია ჯულაყიძე უამბობს ცნობისმოყვარეობის ნიჭზე, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა უამბოს ინგლისურ სამყაროში ქართული ზღაპრები თავის პატარა გოგონას.
Mon, 27 Jun 2022 - 32min - 39 - სანდრო თიგიშვილი - ვიოლინო, შვეიცარია და Georgian Chamber Soloists - ივნისი 19, 2022Sun, 19 Jun 2022 - 33min
- 38 - პატარა ბარბარე მაასტრიხტში. დედა - ნინო ურდულაშვილი გვიამბობს - მაისი 21, 2022
მაასტრიხტში, ნიდერლანდის ულამაზეს ქალაქში, ცხოვრობს ოჯახი: ბარბარე და ანაბელი, მათი დედა, ნინო და მამა ბესო.
Sat, 21 May 2022 - 37min - 37 - "ერთად დავძლიოთ ინსულტი!" - ზურაბ ნადარეიშვილის ამერიკაში ახდენილი ოცნებები - მაისი 14, 2022
ზურაბ ნადარეიშვილი - ექიმი-ნევროლოგი, ინსულტის სპეციალისტია. ვირჯინიის ჰოსპიტალური ცენტრის ასოცირებული პროფესორი პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გვიამბობს თავის გზაზე კანადიდან აშშ-ში, ინსულტთან ბრძოლაზე, მიღწევებზე ამ საქმეში, თავის წარმატებაზე მედიცინაში.
Sat, 14 May 2022 - 34min - 36 - ნინო ლომსაძე: ჩემი ნამუშევრები ძლიერ ქალებს ეძღვნება - მაისი 08, 2022Sun, 08 May 2022 - 30min
- 35 - ვახო ჭეიშვილის „ხელოვნება, როგორც ქართული პოლიფონია“ - მაისი 02, 2022
ვახო ჭეიშვილი ხელოვნების კურატორი და თან ხელოვანია, ახლა მიუნხენში ცხოვრობს. ხელოვნების ერთმა ევროპელმა კრიტიკოსმა უთხრა, შენი ხელოვნება ქართული პოლიფონიასავითააო. ვახო 1990-იანი წლების დასაწყისში წაიყვანეს მშობლებმა გერმანიაში. ახლა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო თემაზე, რომელიც ესთეტიკის საკითხებთანაა დაკავშირებული. მას მოზრდილთა განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების და იმიჯის შექმნის სფეროებთანაც აქვს შეხება. ამის ნაწილია ემიგრანტებისთვის პროფესიული ორიენტაციის გასარკვევად რჩევების მიცემა და ასევე მნიშვნელოვანი - გერმანული ენის სწავლება.
Mon, 02 May 2022 - 33min - 34 - გიორგი ჯამბურიას ახალი მისტერიული თეატრი - აპრილი 16, 2022
ხელოვნება, როგორც თავგადასავალი და ახალი მისტერიული თეატრი: პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ გიორგი ჯამბურიაზე. ის ცხოვრობს და მუშაობს როგორც რეჟისორი, მწერალი და მთარგმნელი ბერლინსა და თბილისში. გიორგი ჯამბურიამ ისწავლა ბერლინში ფილოსოფია და გერმანული ფილოლოგია, შემდეგ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა სასცენო წერის განხრით. მისი სადიპლომო პიესა „გველის მჭამელის“ მოტივებზეა შექმნილი.
Sat, 16 Apr 2022 - 30min - 33 - იშვიათი ხმის მფლობელი - ნანიკო ძიძიგური - აპრილი 09, 2022Sat, 09 Apr 2022 - 33min
- 32 - ლელა გრისბახი - გერმანიაში საკუთარი თავის იმედად - მარტი 28, 2022
პოდკასტის "შინ - უცხოეთში" ავტორი, ოქროპირ რუხაძე ბერლინში მცხოვრებ ლელა გრისბახთან ერთად გიამბობთ წარმატებულ ქალზე, რომელმაც იცის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ და თუ დამოუკიდებლობა გვსურს, სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ
Mon, 28 Mar 2022 - 31min - 31 - ქართველი უკრაინაში - ავთანდილ კოხოძე - მარტი 19, 2022
ავთანდილ კოხოძე იძულებული იყო ოჯახთან ერთად კიევი დაეტოვებინა და ახლა დასავლეთ უკრაინაში, ლუცკშია, ორ შვილთან და ცოლთან ერთად. უკრაინაში ის სიყვარულმა წაიყვანა 2009 წელს და იქვე დარჩენა ამჯობინა. პოდკასტის "შინ უცხოეთში" ავტორი, ოქროპირ რუხაძე განათლებით ფსიქოლოგ ავთანდილ კოხოძესთან ერთად გესაუბრებათ შიშსა და სიმამაცეზე ომის პერიოდში, უკრაინელების თვისებებზე, ამ ქვეყნის ხალხის ახლანდელ ერთიანობაზე.
Sat, 19 Mar 2022 - 32min - 30 - გიორგი კვაჭაძე - ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფინეთში - მარტი 12, 2022
გიორგი კვაჭაძე ფინეთში ცხოვრობს. ის წვიმიან, მაგრამ თბილ ბათუმში გაიზარდა. რუსეთის აგრესიის გამო ფინეთის ნეიტრალიტეტისთვის შექმნილ საფრთხეზე, შრომისადმი თავის არაქართულ დამოკიდებულებაზე, ფინურ ხუმრობაზე, თევზეულსა და ამ ქვეყნის კულინარიაზე, და სხვა ამბებზე ესაუბრება გადაცემის „შინ - უცხოეთში“ ავტორი, ოქროპირ რუხაძე ეკონომისტს, რომელიც ახლა ბიზნესის ანალიტიკოსია ფინეთის უძველეს კომპანიაში, ვიჰურის ჯგუფში.
Sat, 12 Mar 2022 - 29min - 29 - ლიზი მამრაძე - „ეკონომმუსიკოსი“ ჰაიდელბერგში - თებერვალი 19, 2022
ლიზი მამრაძემ გერმანიაში, მანჰაიმის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის სწავლა როცა დაიწყო, უკვე პიანისტი იყო. „ეკონომმუსიკოსმა“, როგორც მას მეგობრებმა შეარქვეს, უკვე სწავლისას გამოიჩინა თავი თეორემების ამოხსნის ყველაზე არასტანდარტული გზების მიგნებით. ახლა ის, მაგისტრის ხარისხით, ჰაიდელბერგში საერთაშორისო კომპანიის, „პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ თანამშრომელია.
Sat, 19 Feb 2022 - 32min - 28 - გერმანიაში დაბადებული - ქართულად გაზრდილი სალომე კვანტალიანი - თებერვალი 12, 2022
უცხოეთში თვითონ არ წასულა სალომე კვანტალიანი. იქ დაიბადა, გერმანიაში, მიუნსტერში გაატარა ბავშვობა, სკოლის წლები და ახლა ბონში მედიცინას სწავლობს, პედიატრობა სურს. სალომეს მუსიკის თერაპიაში მცირე გამოცდილება უკვე აქვს, უმუშავია კიდეც ბავშვებთან, ონკოლოგიურ კლინიკაში. 20 წლის ახალგაზრდა ქალი არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის და ბალეტიც უბრალოდ გატაცება არ არის.
Sat, 12 Feb 2022 - 32min - 27 - ქართველი მკვლევარი - „ამაზონის“ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი - თებერვალი 05, 2022
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, გიამბობთ ალექს ლობჟანიძეზე, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი კომპანიის, „ამაზონის“ სათავო ოფისში, სიეტლში, აშშ-ში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერზე.
Sat, 05 Feb 2022 - 31min - 26 - რა ენატრება ნანა თაქთაქიშვილს ბარსელონაში - იანვარი 29, 2022Sat, 29 Jan 2022 - 30min
- 25 - ეკა რევაზიშვილი ოსნაბრიუკში: „იყო ნამდვილი ექიმი, რთულია“ - იანვარი 08, 2022
ეკა რევაზიშვილი ექიმია გერმანიაში, ოსნაბრიუკის „კლინიკუმში“. მან საქართველოში პედიატრია ისწავლა, შემდეგ გერმანიაში გადასახლდა, მიუნსტერის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი გახდა.
Sat, 08 Jan 2022 - 31min - 24 - საქართველო მეზობლებს კი არა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უნდა გაეჯიბროს - იანვარი 01, 2022Sat, 01 Jan 2022 - 31min
- 23 - სტამბოლის „ცისფერი ფრანის თეატრის“ ქართველი მსახიობი - მაკა ხუსკივაძე - ნოემბერი 21, 2021
მაკა ხუსკივაძე სტამბოლში მოქმედი „ცისფერი ფრანის თეატრის“ მსახიობია. ის პოეტიც არის, ფსევდონიმად „ოკრიბელი“ აქვს აღებული. მსახიობი და პოეტი სამი ვაჟის დედაა. სცენაზე უკვე საქართველოში ავიდა, მაგრამ სულ ახალგაზრდა ბედმა თურქეთში გადააგდო, სტამბოლში დასახლდა და იქ მიაგნო "თავის" თეატრს.
Sun, 21 Nov 2021 - 32min - 22 - ქართველი ექიმი ბერლინის "შარიტეში" - ნოემბერი 13, 2021
ნინო ზურებიანის მიზანი კარგი ექიმობა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. ბერლინის სახელგანთქმულ კლინიკაში, შარიტეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ბავშვთა და მოზრდილთა განყოფილებაში მუშაობს. თავისი საქმით ბედნიერი ექიმი ამბობს, რომ მისთვის უდიდესი მადლობა მორჩენილი ბავშვის თვალების ნახვაა.
Sat, 13 Nov 2021 - 30min - 21 - გაიოზ ცუცუნაშვილი ჩინეთში - ნოემბერი 07, 2021Sun, 07 Nov 2021 - 32min
- 20 - მღერის და გვიამბობს მარიამ ქირია - ნოემბერი 03, 2021Wed, 03 Nov 2021 - 31min
- 19 - ვასილ ბალიაშვილი რომში ქართველ კათოლიკეთა ისტორიას იკვლევს - ოქტომბერი 23, 2021Sat, 23 Oct 2021 - 29min
- 18 - ქართველი ექიმი სან ფრანცისკოში - გოგი მიქელაძე - ოქტომბერი 09, 2021Sat, 09 Oct 2021 - 34min
- 17 - "თეთრი ბაირაღები“ პრაღის სცენაზე - თეატრის რეჟისორი ლევან მანია - ოქტომბერი 16, 2021Sat, 16 Oct 2021 - 31min
- 16 - აკაკი ფოფხაძე: ორი კულტურის ბრძოლა ერთ ადამიანში - სექტემბერი 10, 2021
აკაკი ფოფხაძე ნიცაში ცხოვრობს. მისი მომავალი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „დაე, დაიწვას სისხლი,“ მოქმედება ამ ქალაქის მეორე ნაწილში, არამდიდარსა და გაუპრანჭავ ნიცაში ხდება, ქართველი ემიგრანტების ოჯახში.
Fri, 10 Sep 2021 - 32min - 15 - სალომე რიგვავა: მთავარი ობიექტი მე ვრჩები ნამუშევარში - სექტემბერი 04, 2021Sat, 04 Sep 2021 - 31min
- 14 - ქართული სიმღერა გერმანიაში ანთებული გულებით - აგვისტო 21, 2021
ანა ჯინჭარაძე დოცენტია შტუტგარტის თავისუფალი უმაღლესი სკოლისა, სადაც ვალდორფის სკოლების პედაგოგები იღებენ განათლებას. ამავე უმაღლეს სკოლაში ისწავლა. პიანისტის ხელოვნებას დაეუფლა შტუტგარტის მუსიკისა და გამომსახველობითი ხელოვნების სასწავლებელში. მრავალმხრივი ადამიანია. შტუტგარტში, მათ კაფეში, სადაც ქართული ფხალეულიც მზადდება, ბრაზილიური ცეკვის სკოლაცაა...
Sat, 21 Aug 2021 - 34min - 13 - სამყარო თვითონ დაგვაძალებს ფილოსოფიურ გამოღვიძებას - აგვისტო 07, 2021
შინ - უცხოეთში გაიცნობთ გიორგი ვაჩნაძეს, რომელმაც აშშ-ის ნიუ-მექსიკოს ქალაქ ლას-კრუსესში გაატარა ოთხი წელიწადი, ფილოსოფია ისწავლა. აშშ-ში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს და მერე კვლავ ესტუმრა ფენომენოლოგიაში ჩასაღრმავებლად დასავლეთს - ბელგიას, ლიუვენს, სადაც შედგება მისი მაგისტრად აღიარება ბიოპოლიტიკის სფეროში. სააზროვნო თემებით შეკითხვები, რომლებიც დღეს, პანდემიის დროს უნდა დაისვას: ხომ არ ხდება თავისუფლების აღკვეთა აბსტრაქტული რისკის სახელით? რატომ მოქმედებენ რაციონალობის სახელით არარაციონალურად? ხომ არ „გამოიჭირეს“ მედიცინა პოლიტიკოსებმა? და ისიც, რომ რიცხვების იდეოლოგიასაც უნდა ინტერპრეტაცია.
Sat, 07 Aug 2021 - 31min - 12 - მშობლიური ბაკურიანიდან გრუმო აპულომდე - ივლისი 31, 2021
მაია ხეთაგური, ათი წელიწადია, იტალიაში, აპულიის რეგიონის ერთ პატარა ქალაქში, გრუმო აპულოში, ცხოვრობს. 90-იან წლებში, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის დროს, იძულებული გახდა საქართველო მიეტოვებინა და უკრაინისთვის შეეფარებინა თავი.
Sat, 31 Jul 2021 - 33min - 11 - "ვიცი, გერმანიამ რა მომცა მე და ვიცი, რა შემიძლია მივცე გერმანელებს" - ივლისი 24, 2021Sat, 24 Jul 2021 - 32min
- 10 - სალომე ქოქოლაძე - ფილოსოფოსი, არტისტი - ივლისი 17, 2021Sat, 17 Jul 2021 - 34min
- 9 - მადრიდში ისე, როგორც შინ - ივლისი 10, 2021
გიგა კოპაძე 24 წლის იყო, როცა იდგა გალისიის ერთ ქალაქში მარტო და არ იცოდა, რა ექნა. მას მერე უკვე შვიდი წელი გავიდა. ის ახლა მადრიდის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო, სასწავლო რესურსებისა და ონლაინ სწავლების დეპარტამენტის მენეჯერია.
Sat, 10 Jul 2021 - 33min - 8 - ელზა ჯავახიშვილი: Die Dame და მე - ივნისი 26, 2021
ქართული და გერმანული ერთად, ერთ ლექსში, როცა ქართული სიტყვა გერმანულივით ჟღერს, მოგისმენიათ? და თუ გინახავთ ფიგურული ლექსები, როცა სიტყვები გამოხატავს არა აზრს, არამედ ფორმას გიჩვენებთ. ამ პოეზიის ავტორი, ელზა ჯავახიშვილი 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს.
Sat, 26 Jun 2021 - 29min - 7 - სულხან მეტრეველი - ბიზნესი ალგორითმით - ივნისი 19, 2021
ერთი სულხან მეტრეველი დიდ მონაცემთა ანალიტიკოსია, მეორე - ალგორითმული ბიზნესმენი, მესამე - ჟურნალისტი ... ჯერ თბილისში ჟურნალისტიკა ისწავლა, შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იქვეა ლექტორი.
Sat, 19 Jun 2021 - 30min - 6 - გიორგი ქართველი: ესპანეთმა ყველაზე დიდი რაც მომცა, ქართველობაა… - ივნისი 12, 2021
გიორგი ქართველი, 19 წელია, ესპანეთში ცხოვრობს, ლა რიოხის რეგიონში, არნედოში. ყმაწვილი იყო, როცა დედამ წაიყვანა უცხოეთში. „მეამბოხის სული მაქვსო“ და ვერ სჯერდება ერთ რამეს - ვიდეობლოგებს აკეთებს და ბარმენადაც უმუშავია.
Sat, 12 Jun 2021 - 29min - 5 - პაპუნა შარიქაძე: როგორ უნდა მიაგნო ხმებს - ივნისი 05, 2021
პაპუნა შარიქაძე მუსიკოსია, კომპოზიტორი, პიანისტი. ამჟამად თბილისშია, მაგრამ თვალი დასავლეთისკენ უჭირავს. აშშ-ში ბერკლის სამუსიკო კოლეჯი რომ დაამთავრა, სურდა, როგორც თვითონ თქვა, ემარჯვა ბრძოლაში და ფეხი მოეკიდა ნიუ-იორკში.
Sat, 05 Jun 2021 - 33min - 4 - ნინო ბენაშვილის გზა თბილისის „ვალდორფიდან“ ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლამდე - მაისი 15, 2021Sat, 15 May 2021 - 30min
- 3 - შინ - უცხოეთში: ლევან ტიელიძე, ქართველი გლაციოლოგი ახალ ზელანდიაში - მაისი 08, 2021Sat, 08 May 2021 - 30min
- 2 - შინ - უცხოეთში: ფარნა-ბექა ჭილაძე, "შუშანიკის წამების" მთარგმნელი თურქეთიდან - მაისი 01, 2021Sat, 01 May 2021 - 29min
- 1 - შინ - უცხოეთში: თამარ ზოიძე - ახალი ცხოვრება ესპანეთში - აპრილი 23, 2021Fri, 23 Apr 2021 - 25min
Podcasts similares a შინ - უცხოეთში
- Global News Podcast BBC World Service
- El Partidazo de COPE COPE
- Herrera en COPE COPE
- The Dan Bongino Show Cumulus Podcast Network | Dan Bongino
- Es la Mañana de Federico esRadio
- La Noche de Dieter esRadio
- Affaires sensibles France Inter
- La rosa de los vientos OndaCero
- Más de uno OndaCero
- La Zanzara Radio 24
- Espacio en blanco Radio Nacional
- Les Grosses Têtes RTL
- El Larguero SER Podcast
- Nadie Sabe Nada SER Podcast
- SER Historia SER Podcast
- Todo Concostrina SER Podcast
- 安住紳一郎の日曜天国 TBS RADIO
- TED Talks Daily TED
- The Tucker Carlson Show Tucker Carlson Network
- 辛坊治郎 ズーム そこまで言うか! ニッポン放送
- 飯田浩司のOK! Cozy up! Podcast ニッポン放送
- 武田鉄矢・今朝の三枚おろし 文化放送PodcastQR
Otros podcasts de Sociedad y Cultura
- Hondelatte Raconte - Christophe Hondelatte Europe 1
- L'Heure Du Crime RTL
- Au Cœur de l'Histoire Europe 1
- Les Récits extraordinaires de Pierre Bellemare Europe 1 Archives
- C dans l'air France Télévisions
- ألف ليلة وليلة Podcast Record
- روائع المسلسلات الإذاعية Podcast Record
- قرأنا لكم مونت كارلو الدولية / MCD
- Les histoires incroyables de Pierre Bellemare RTL
- Hondelatte Raconte - Cote B Europe 1
- LANZ & PRECHT ZDF, Markus Lanz & Richard David Precht
- Real Dictators NOISER
- Chill Out Chan Alise
- CRIMES • Histoires Vraies Minuit
- Le Coin Du Crime La Fabrique Du Coin
- Radio Turquie Türkiye Radio Turquie
- Full Disclosure with James O'Brien Global
- Stoic Society Jean-Michel Brunet
- Strefa 52 Strefa 52
- Krimi Schweizer Radio und Fernsehen (SRF)