Filtrar por gênero
- 7 - ჯორდან პიტერსონი - პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები - ლექცია 1 - კონტექსტი და წინათქმა
ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯორდან პიტერსონის სალექციო კურსის "პიროვნება და მისი ტრანსფორმაციები" პირველი ლექცია.
შესავალ ლექციაში საუბარია პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლებზე, მის მეცნიერულ და მორალურ-ფილოსოფიურ ასპექტებზე. რა არის პიროვნება? როგორ იქმნებოდა დიდი ხუთეულის მოდელი? აქვს თუ არა სიცოცხლეს სიუჟეტი და რა არის ფსიქოანალიზის ქვაკუთხედი?
ლექცია წაკითხულ იქნა 2017 წელს ტორონტოს უნივერსიტეტში და წარმოადგენს ინტერესის სფეროს, როგორც დარგის სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად ფსიქოლოგიითა და კონკრეტულად პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ჯორდან პიტერსონი მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ზოგადად სამეცნიერო სამყაროში. ის უპირისპირდება რადიკალურ იდეოლოგიებს და ეწევა აქტიურ მუშაობას მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით.
Thu, 09 Apr 2020 - 53min - 6 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #010 - ლექსო პაიკიძე - ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეთნო რალი
ქართველ მწერალ და ჟურნალისტ ლექსო პაიკიძესთან ვისაუბრეთ ზოგადად ტურიზმის და კონკრეტულად ღვინის ტურიზმის წინაშე მდგარ პრობლემებზე საქართველოში. ქართული მეღვინეობის წინაშე მდგარ ამოცანებზე. გარდა ამისა ვისაუბრეთ ინოვაციურ პროექტზე - ეთნო რალი.
გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 2020 წლის 28 თებერვალს.
პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.
განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.
უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw
მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com
Fri, 28 Feb 2020 - 45min - 5 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #007 - მირიან ხოსიტაშვილი - განათლება 1918-21 წლებში
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესი 1918-21 წლების საქართველოში, როგორ ცდილობდა დამოუკიდებელი საქართველო იმ დროისთვის მოწინავე მსოფლიოს არ ჩამორჩენოდა საგანმანათლებლო სფეროში, რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა განათლების დონის ასამაღლებლად და რამდენად პრიორიტეტული იყო ეს მიმართულება დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის.
გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 2020 წლის 24 იანვარს.
პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.
განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.
უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTubeარხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw
მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com
Fri, 24 Jan 2020 - 36min - 4 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #005 - სიმონ ჯანაშია - სკოლების სეკულარიზაციის აუცილებლობაზე
განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრეთ სკოლების სეკულარიზაციის აუცილებლობაზე. როგორ აფერხებს სკოლების მიერ სასულიერო სასწავლებლების როლის შეთავსება საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცას და იწვევს ირაციონალური აზროვნებისა და მიდგომების გავრცელებას მოსწავლეებში.
გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 13 დეკემბერს.
პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.
განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს, არჩილ (დინჯი) ბუბუტეიშვილსა და თარაშ მარჯანიშვილს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.
უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw
მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com
Fri, 13 Dec 2019 - 42min - 3 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #004 - დავით ბრაგვაძე - განათლების როლი უსაფრთხოების საკითხებში
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ დავით ბრაგვაძესთან ვისაუბრეთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განათლების მნიშვნელობაზე. როგორ იყენებს და იყენებდნენ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლებები მტრის ხატს საზოგადოებრივი პროტესტის გასანეიტრალებლად, როგორ იყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად და იმ საინფორმაციო ნაკადების საკონტროლებლად, რომლებიც გადამწყვეტ როლს ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი მზაობა ამ საფრთხეების იდენტიფიკაციისათვის.
გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 15 ნოემბერს.
პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.
განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.
უყურეთ ჩვენი პოდკასტის ვიდეო-ჩანაწერს ჩვენს YouTube არხზე - https://www.youtube.com/channel/UCamd3XWLK20ufWyuI91gOrw
მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com
Fri, 06 Dec 2019 - 37min - 2 - რომან აფაქიძის პოდკასტი დიაგნოზი #001 - გიორგი მოლოდინი და გიორგი კალატოზიშვილი განათლების სისტემაზე
სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები გიორგი კალატოზიშვილი და გიორგი მოლოდინი საუბრობენ განათლების სისტემის პრობლემებზე საქართველოში. ესაა პოდკასტის პირველი გადაცემა, რომელშიც იდეის ავტორები ცდილობენ გადაცემათა ციკლის თემატიკის განსაზღვრას და იმ პრობლემების იდენტიფიკაციას, რის საპასუხოდაც დაიბადა პოდკასტის იდეა.
გადაცემა პირველი რადიო 106,4-ის ეთერში გავიდა 15 ნოემბერს.
პოდკასტის მომდევნო გამოშვებებს ცოცხლად შეგიძლიათ მოუსმინოთ პირველი რადიოს ეთერში ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე.
განსაკუთრებული მადლობა ჯემალ კურტანიძეს პოდკასტის ვიდეო-ვერსიის შექმნისთვის.
მოხალისეებს, ვისაც გაქვთ პროექტის დახმარების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ - roman@afakidze.com
Fri, 29 Nov 2019 - 41min - 1 - რომან აფაქიძის პოდკასტი "დიაგნოზი" #003 - დავით ბერძენიშვილი კონკორდატის გაუქმებაზე
საუბარი შეეხო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების გაუქმების აუცილებლობაზე. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უარყოფით როლს განათლების სისტემაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების სეკულარიზაციის აუცილებლობაზე.
Fri, 29 Nov 2019 - 46min
Podcasts semelhantes a რომან აფაქიძის პოდკასტი
- Global News Podcast BBC World Service
- El Partidazo de COPE COPE
- Herrera en COPE COPE
- The Dan Bongino Show Cumulus Podcast Network | Dan Bongino
- Es la Mañana de Federico esRadio
- La Noche de Dieter esRadio
- Hondelatte Raconte - Christophe Hondelatte Europe 1
- Affaires sensibles France Inter
- La rosa de los vientos OndaCero
- Más de uno OndaCero
- La Zanzara Radio 24
- Espacio en blanco Radio Nacional
- Les Grosses Têtes RTL
- L'Heure Du Crime RTL
- El Larguero SER Podcast
- Nadie Sabe Nada SER Podcast
- SER Historia SER Podcast
- Todo Concostrina SER Podcast
- 安住紳一郎の日曜天国 TBS RADIO
- TED Talks Daily TED
- The Tucker Carlson Show Tucker Carlson Network
- 辛坊治郎 ズーム そこまで言うか! ニッポン放送
- 飯田浩司のOK! Cozy up! Podcast ニッポン放送
- 武田鉄矢・今朝の三枚おろし 文化放送PodcastQR