Podcasts by Category

შემდეგი პოდკასტი

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

შემდეგი პოდკასტი NEXT.On.ge-სგან

101 - SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში
0:00 / 0:00
1x
  • 101 - SizmarAI — სიზმარი ხელოვნურ ინტელექტში

    SizmarAI ქართული პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, 10-წამიანი ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. მომდევნო დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება, პლატფორმაზე შევიდეთ და სასურველი სიუჟეტი ჩავწეროთ, ხელოვნური ინტელექტი კი დაახლოებით ერთ წუთში ხუთკადრიან ვიდეოს შექმნის.   როგორც სტარტაპის განცხადებიდან ვიგებთ, სისტემა მუდმივად განახლდება და დაიხვეწება. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ მომავალში არა მხოლოდ ჩვენი სიზმრებისა თუ მცირე ფანტაზიების, არამედ კომპლექსური იდეებისა თუ სიუჟეტების ვიდეო მასალად გარდაქმნა შეგვეძლება. მომავალში შეიძლება ადამიანმა სახლიდან გაუსვლელად ფილმიც კი "შექმნას".   შემდეგ პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია თენგო თადუმაძე, SizmarAI-ის დამფუძნებელი.

    Fri, 12 Jul 2024 - 42min
  • 100 - დეზინფორმაციის ტექნოლოგიები — პროპაგანდა ციფრულ სამყაროში

    ტექნოლოგიების განვითარების ფონზე დეზინფორმაციის ტექნოლოგიებიც იხვეწება. სულ უფრო საყურადღებო ხდება ის მეთოდები, რომლებსაც აქტორები ციფრულ სამყაროში პროპაგანდისთვის იყენებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ინტერნეტში მოქმედებების ნახევარს ბოტები ასრულებს. ამის პარალელურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, რომლის გამოყენებითაც დეზინფორმაციის ტექნოლოგიები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ როგორ იქმნება თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია, ვინ ქმნის მას და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ჩვენი სტუმარია სოფო გელავა, დეზინფორმაციის მკვლევარი.

    Tue, 25 Jun 2024 - 1h 12min
  • 99 - შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი

    დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც. ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით. ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო. თუმცა, დღეს ამით აღარ ვკმაყოფილდებით და ჩნდება შეკითხვა, რა იქნება ციფრულ სამყაროში და როგორ ფორმას მიიღებს მომავალში დამწერლობა? პოდკასტში დამწერლობის ისტორიაზე, ევოლუციასა და მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია გამომცემელი მამუკა ხანთაძე.

    Wed, 22 May 2024 - 1h 59min
  • 98 - რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას

    მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს. შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

    Fri, 26 Apr 2024 - 1h 00min
  • 97 - რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია

    სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება. ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან. შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

    Fri, 22 Mar 2024 - 1h 08min
Show More Episodes